აივ მე ვერაფერს დამაკლებს?!
თუ შენ არ ხარ ჰომოსექსუალი, ან ღარიბი აფრიკული სოფლიდან, შენ ალბათ ფიქრობ რომ აივ-თან არაფერ შეხებაში არ ხარ. აივ ინფექცია მატულობს დასავლურ სამყაროში, ის ვრცელდება ჰეტეროსექსულებს შორის არსებული დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად. ზოგ ევროპულ ქვეყანაში, ახლად-გამოვლენილი ინფექციის 30%-ზე მეტი ქალებს სჭირთ. 65,000-ზე მეტი ამერიკელი და დასავეთ ევროპელი დაავადდა აივ ინფექციით გასულ წელს, რაც ემატება ნახევარმილონზე მეტ უკვე აივ ინფიცირებულ მოსახლეობას დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, და მილიონზე მეტ აივ ინფიცირებულს ამერიკაში. ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ გააუმჯობესა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, მაგრამ არა განკურნება – თანაც, ის არ არის ხელმისაწვდომი ყველასათვის: 2000 წლიდან მოყოლებული შიდსით გარდაცვალების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპაში მედიკამენტების უკმარისობის გამო, მაშინ როდესაც შიდსით გარდაცვალების მაჩვენებელმა დაიკლო დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის გამო.



პრევენცია: სჯობს დაცული იყო ვიდრე დამწუხრებული!


სარისკო საქმიანობა
რასაკვირევლია, ფრთხილი თამაში ყოველთვის მომგებიანია, მაგრამ არსებობს განსაკუთრებულად სარისკო სიტუაციები:
- როცა ბევრი პარტნიორი გყავთ, აივ ინფექციით დაავადების რისკი მატულობს
- ნარკოტიკებისა და ლკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება სრულად ცვლის თქვენს მიერ გარემოს აღქმას და შესაბამისად ქცევაც განსხვავდება ჩვეულებრივ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქცევებისაგან. თავს ნუ მოიტყუებთ- ეს ხდება!
- ინიექცირებული ნარკოტიკების მოხმარება უფრო დიდი რისკის ქვეშ გაყენებთ თუ ხელსაწყოებსაც საერთო მოხამრებისთვის იზიარებთ. აივ ინფექციისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველი მოხმარების დროს გამოიყენოთ ახალი, სუფთა და სტერილური ნემსები და შპრიცები.
- ანალური სქესობრივი კავშირი ზრდის ინფექციით დაავადების რისკს, რადგან ანუსის კანი განსაკუთრებით ფაქიზია.
- როცა ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში სადაც აივ ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, ხოლო კონდომები ნაკლებად ხელმისაწვდომია – საუკეთესო გამოსავალია სექსისგან თავის შეკავება. ეს რამდენად რეალისტურია, სხვა ამბავია, მაგრამ მერე ნუ იტყვით, რომ არავინ გაგაფრთხილათ!
